პარტნიორი

უკან
gerbi

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს "ენგურჰესი"). მისი დამფუძნებელი პარტნიორი და კომპანიის კაპიტალში 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

კომპანიის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. ორგანიზაციის პარტნიორი მმართველობით უფლებამოსილებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით ახორციელებს. კომპანიის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილებას პარტნიორი იღებს. მას უფლება აქვს დანიშნოს და გამოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორებმა, პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ და დართონ ნება, საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს გაეცნოს. პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება (ბრძანება) კრების ოქმის ტოლფასია და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად ითვლება.

შპს "ენგურჰესის" ხელმძღვანელი ორგანოებია: პარტნიორთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო. პარტნიორთა საერთო კრებაზე, რომელიც წელიწადში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ტარდება, სავალდებულო განხილვას ექვემდებარება: წლიური საფინანსო-სამეურნეო ანგარიშის (ბალანსი), დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების ანგარიშების დამტკიცების, ბიზნეს-გეგმის განხილვისა და წმინდა მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენების შესახებ საკითხები.